არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


ინფორმაცია

წყლის გლობალური პარტნიორობის (Global Water Partnership) ეროვნული წარმომნადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში ახორციელებენ პროექტს, რომელიც მიმართულია  გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში (წყლის რესურსების მაგალითზე) ქალების ჩართულობის გაფართოებისაკენ.  პროექტი ხორციელდება თურქეთში კანადის საელჩოს მხარდაჭერით.

საქართველოში ინტერსექტორული თანამშრომლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გასაცნობად თბილისში 3 -7 თებერვალს იმყოფებოდნენ დელეგაციები თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან.

საქართველოში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები - მ.შ. შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ვიზიტის დროს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა საქართელოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ნინო წილოსანთან.

გაიმართა საინტერესო დიალოგი გარემოს დაცვის, საზოგადოების მონაწილეობის, გენდერული თანასწორობის, ინტერსექტორული ურთიერთობების შესახებ. ქალბატონმა ნინო წილოსანმა უპასუხა სამივე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.